ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლების მოსახლეობა არსებულ პრობლემებს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, 30 წელია გზის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე ცხოვროვენ. მათ დღეს სოფელში აქცია გამართეს და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
მათი თქმით, უგზოობის გამო გადაადგილება, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილებით უჭირთ, წყალს კი წყაროდან ეზიდებიან.
მათი თქმით, სოფელში არსებული პრობლემების გამო მოსახლოების ნაწილმა საცხოვრებლები დატოვა.
აქციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ.