ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოთხი შვილის დედას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება -გოგი წულაია

19 აგვისტო, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ოთხი შვილის დედას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება -გოგი წულაია

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის ხელისუფლებას მოქალაქეების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

პარტიის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ ოთხი შვილის დედას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.

42 წლის მარიამ ბრეგაძე ასთმის მძიმე ფორმითა და დიაბეტით არის დაავადებული. მას ყოველდღიურად ჟანგბადის თერაპია ესაჭიროება. ოჯახში არავინ მუშაობს და ჟანგბადის ბალონის შესაძენად თანხა არ აქვთ.

გოგი წულაია ბიზნესმენებს მოუწოდებს დაეხმარონ ოთხი შვილის დედას.