ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საერთაშორისო რეგურალური რეისების აღდგენის თარიღმა შესაძლოა ისევ გადაიწიოს

20 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

საერთაშორისო რეგურალური რეისების  აღდგენის თარიღმა შესაძლოა ისევ გადაიწიოს

არ გამორიცხება ფრენების აღდგენის თარიღის კვლავ გადაწევა. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კვლავ გადაიდოს რეგულარული საერთასორისო ფრენების აღდგენა, მინისტრმა უპასუხა, რომ “ყველაფერი შესაძლებელია”.

დღესდღეობით, ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც არის ამ მომენტისათვის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კორონავირუსის გავრცელება, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ჯერ-ჯერობით საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით არის დაწესებული.