ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია კვლავ საქართველოს უძლიერეს მამაკაცად რჩება

20 აგვისტო, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია კვლავ საქართველოს უძლიერეს მამაკაცად რჩება

ქუთაისელი სპორტსმენი, კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კონსტანტინე ჯანაშიამ სპორტის სახეობაში – “სთრონგმენი”, მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

უძლიერეს მამაკაცთა შორის შეჯიბრი ბათუმში გაიმართა და 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

“სთრონგმენ” – ამერიკული სპორტის სახეობაა, რომელიც აშშ-ში 1970-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ, მისი პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება. საქართველოში, ხსენებული სპორტის სახეობაში ფედერაცია 2009 წლიდან დაფუძნდა და დღემდე მოქმედებს.

თეგები: სპორტი