მკვლელობა მოხდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 29 წლის კაცი სახლთან გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ჰქონდა სხვა სოფლის ახალგაზრდებთან. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმსინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროისთვის დაკავებულო არავინაა, თუმცა მათი ინფორმაციით, ოდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი.