ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 17

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

არსებული ვერსიით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული. ამბროლაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიცია ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული 2 პირი – ვ.ს. და ი.ქ. – დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დ

თეგები: სამართალი