ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლენტეხიდან კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი გადაიყვანეს

23 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლენტეხიდან კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი გადაიყვანეს

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ლენტეხის მკვიდრ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. მათ სიმპტომების გამოვლენისთანავე ცხელების ცენტრს მიმართეს. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაში გადმოიგზავნა, სადაც კოვიდ -19-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უკვე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ისინი ბოქსირებულ პალატაში არიან მოთავსებულები.

როგორ ინფექცოირ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გართულებები არ აღენიშნებათ. ინფიცირებული ცოლ-ქმარი “სვანეთის კლასტერს” მიეკუთვნება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 14 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 ბავშვია.