ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სვანეთიდან კოვიდინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გადაყავთ

23 აგვისტო, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სვანეთიდან კოვიდინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გადაყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გადაყავთ. ისინი ე.წ. მესტიის კლასტერს წარმოადგენენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები 19-21 წლის ახალგაზრდები არიან. მათ ბოქსორებულ განყოფილებაში მოათავსებენ და შესბამისი კვლევებს ჩაუტარებენ.

როგორც გაირკვა, ახალგაზრდებს ინფიცირებულთან ქონდათ კონტაქტი.

კლინიკაში მათი მიღების შემდეგ კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 17-მდეგაიზრდება.