ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დატბორილია ქუჩები, სარდაფები და პირველი სართულები – ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

23 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

დატბორილია ქუჩები, სარდაფები და პირველი სართულები – ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და რამდენიმე ქუჩა. ტრადიციულად რთული მდგომარეობა წერეთლის და ფოთის ქუჩებზე შეიქმნა.

დატბორილია ასევე ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. წყალმა დაფარა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სმსახურები, ,,სპეც.სერვისები” და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.