სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სვანეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა

26 აგვისტო, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სვანეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა. კლინიკის ინფორმაციით პაციენტები ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.

“სამი ახალი პაციენტი დაგვემატა. სამივე მათგანი სვანეთის კლასტერიდანა, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6 პლევმონიით. ინფიცირებულები კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ”, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ჯამში 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა, მათგან 53-მა ვირუსი დაამარცხა.