რა რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა მოუწევს თეატრებს გახსნის შემთხვევაში, უკვე ცნობილია. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება.
უკვე შემუშავებული რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია: 1.თეატრში დაშვება მოხდება პირბადით; 2. თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება; 3. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება; 4. თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, სკოლები და კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი, 1 ოქტომბრიდან გაიხსნება.