ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

30 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ჭიათურაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964 წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1958 წელს დაბადებული ა.ც.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 26 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1946 წელს დაბადებული რ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით რ.მ.-ს ფული და ოქროს სამკაულები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი – ი.ს. თბილისში დააკავეს. მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულები – თ.ს., გ.ჯ. და ა.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

თეგები: სამართალი