ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოვითხოვთ, საყოველთაო ამნისტიას – ქუთაისის ციხესთან აქცია გაიმართა

4 სექტემბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

მოვითხოვთ,  საყოველთაო ამნისტიას  – ქუთაისის ციხესთან აქცია გაიმართა

ქუთაისის ციხესთან, ადვოკატებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა საყოველთაო ამნისტიის აქტის გამოცემა მოითხოვეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად განიხილონ კანონპროექტი და აღსრულებაში მისცენ.

“მივმართავთ ხელისუფლებას დროულად განიხილონ კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ. პანდემიის პერიოდში, პატიმრების მიმართ კიდევ უფრო გამკაცრდა მოთხოვნები და არ მომხდარა კომპესირება”, -განაცხადა ადვოკატმა ნათია ჩხეტიანმა.

აქციას პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდნენ.

თეგები: სამართალი