ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე დღეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

5 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე დღეს  საავტომობილო მოძრაობა  შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული დროის მონაკვეთში შეიზღუდება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ავტომაგისტრალზე გადაადგილდება.

„7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში საზღვაო გზით უკვე შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები „ჰამერი“ და ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია, რომლის გადასროლაც ვაზიანში – სწავლების თეატრში 6 და 8 სექტემბერს იგეგმება. ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.