ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ჩვილი ჩოხატაურიდან კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში გადმოყვანა

5 სექტემბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ჩვილი ჩოხატაურიდან კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში გადმოყვანა

ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა, მას დამატებით კვლევები უტარდება.

“ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძმიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პლევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

კლინიკის ინფორმაციით, ჩვილის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ, ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.