სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა

8 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

საჩხერეში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა

საჩხერეში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. ინფორმაცია საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ გაავრცელა.

“ახალგაზრდა კაცს ვირუსი წუხელ დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”- განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით 20 პაციენტია მოთავსებული.