ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კორონავირუსი სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა

9 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში კორონავირუსი სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა

ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტი სკოლის თანამშრომელია. ის ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.

საშუალო ასაკი ქალი კლინიკაში გუშინ შვილთან და შვილიშვილთან ერთად შეიყვანეს.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყების გადადებას ამ დროისთვის არ ადასტურებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს, თუმცა სწავლის დაწყების გადადებას არ გამორიცხავს.