სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა

10 სექტემბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3  პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კიდევ სამი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. ორი აჭარის, ერთი კი ქუთაისის კლასტერია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ორი პაციენტი, დედა-შვილი დადასტურებული კოვიდით აჭარიდან გადმოიყვანეს, ხოლო ერთი პაციენტი ქუთაისში დადასტურებული პაციენტის კონტაქტია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს.