სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების გამო ორი სოფელი ჩაიკეტა

10 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების გამო ორი სოფელი ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან შეიზღუდება.

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორის გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

დღეს სოფლებში შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სოფელში მასობრივი ტესტირება დაიწყო.