ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 28 დადებითი პასუხი დაფიქსირდა

11 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 28  დადებითი პასუხი დაფიქსირდა

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის 28 პასუხი დადებითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დაიგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია. მათი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც შეეხება წყაროს, აცხადებენ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება.