ქუთაისში 32-ე საჯარო სკოლის კლასტერი გაიზარდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტები #32 საჯარო სკოლის ინფიცირებული პედაგოგების კონტაქტებია. ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში ტესტირება გრძელდება.
დღის მანძილზე მედიკოსებმა ტესტი 300-ზე მეტ პირს გაუკეთეს.