ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბანოჯას მოსახლეობის მიერ ქუთაისი-წყალტუბოს გზის გადაკეტვის მცდელობას ხმაური მოყვა

12 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბანოჯას მოსახლეობის მიერ ქუთაისი-წყალტუბოს გზის გადაკეტვის მცდელობას ხმაური მოყვა

ხმაური მოყვა აქციას წყალტუბო-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე, სადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა.

მოსახლეობამ გზის მოთხოვნით მესამე აქცია, ამჯერად ცენტრალურ გზაზე გამართა. მათი თქმით, გზა დაზიანებულია, გადაადგილებას ვერ ახერხებენ და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს.

ადგილობრივებს გზის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.

აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერია რეაგირება არ მოახდენს, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.