ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 შემთხვევა გამოვლინდა

13 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  152 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კვლავ რეკორდულად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 152 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2227 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანმა დაამარცხა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღევანდელი მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება გუშინდელ შედეგებს, როდესაც ქვეყანაში 158 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.