კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
“16-დან 15 შემთხვევა ქუთაისის არსებული ე.წ. სკოლის კლასტერის კონტაქტებია, მხოლოდ ერთი არის საკვლევი. რაც შეეხება კარავს, იქ შემოწმებულ არცერთ ანალიზზე კორონავირუსი არ დადასტურებულა”-განაცხადა გიორგიძემ.
ჯამში, გუშინ იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 1082 ნიმუშის ტესტირება განხორციელდა.