სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე

13 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ხმაური და დაპირისპირება  ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე

ქუთაისში ,,პატრიოტთა ალიანსის” ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ, პარტიის ლიდერისთვის პუტინის გამოსახულებით სტიკერი გადაეცათ და კითხვა დაესვათ, არის თუ არა “რუსეთი ოკუპანტი”?,

თუმცა, მათ კითხვაზე პასუხის ნაცვლად საპასუხო დაპირისპირება მიიღეს.

ლომიას თქმით, თავად აქტივისტები არიან მოსყიდულები და მან აქტივისტს სტიკერის შუბლზე გაკვრა ურჩია.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ისინი სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ.