ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ბინა გაქურდეს. საქმეში ახალგაზრდა ქალები ფიგურირებენ. ადგილობრივების თქმით, ბინა და სავარაუდოდ, მდგმურებმა გაქურდეს.
“ბინა სამი კვირის გაქირავებული იყო, ახალგაზრდა ქალები იყვნენ, ბინის პატრონს და მეზობლებს როგორც რძალ-მული, ისე გაცნენ, თუმცა ნათესავები არ ყოფილან. წაღებულია ავეჯი და ტექნიკა სრულად”, – თქვეს ადგილობრივებმა.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ქალი პოლიციამ წაიყვანა, თუმცა დაკავებულია თუ არა, არ იციან.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.