ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 15 სექტემბრიდან წერეთლის ქუჩის მონაკვეთი ერთი თვით დაიკეტება

14 სექტემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში 15 სექტემბრიდან წერეთლის ქუჩის მონაკვეთი ერთი თვით დაიკეტება

ქუთაისში, 15 სექტემბერს დილიდან წერეთლის ქუჩის ერთი მონაკვეთი გადაიკეტება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“15 სექტემბერს ქუთაისში ვიწყებთ წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას, ილ. ჭავჭავაძის გამზირიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, დილიდანვე დაიკეტება გზის აღნიშნული მონაკვეთი და შეიზღუდება საავტომიბილო მოძრაობა”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამუშაოებისათვის ამ ეტაპზე ერთი თვის ვადა განისაზღვრა.