ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია.

“ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ახალი შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება და მეორადი კონტაქტია. რაც შეეხება 24-ე სკოლას, იქ ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ახალი შემთხვევა არ დაფიქირებულა ქალაქში მოწყობილ კარავში აღებული ნიმუშებიდან, თუ დინამიკა შენარჩუნდა, კარავს აიღებენ”- განასცხადა შალამბერიძემ.

ჯამში, იმერეთის ლაბირატორიამ 900-მდე ტესტი აიღო.