სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მწვავე ფაზაში ოპერაციისგან თავი შევიკავეთ – გოგი წულაიას ექიმი

18 სექტემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

მწვავე ფაზაში ოპერაციისგან თავი შევიკავეთ – გოგი წულაიას ექიმი

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმების გადაწყვეტილებით, მას ჯერჯერობით ოპერაცია არ ჩაუტარდება და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დარჩება. კარდიოქირურგ ლევან ქარიზანაშვილის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“დღეს შედგა კონსილიუმი, სტაბილურად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მწვავე ფაზაში ოპერაცისგან თავი იქნა შეკავებული. ერთ კვირაში გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, ქირურგიული ჩარევა იქნება აუცილებელი”-განაცხადა კარდიოქირურგმა ლევან ქარიზანაშვილმა.