ხანძარი გაჩნდა ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე კვების ობიექტ “ტაიკოში”. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროღუმელს გაუჩნდა, რის შედეგადაც პირველ სართულზე კაფეს სამზარეულოს ნაწილი დაიწვა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. თვითმხილველების თქმით, მომხდარის გამო დაპირისპირება მოხდა კაფეს მეპატრონესა და ადგილობროვებს შორის.
ადგილობროვების მტკიცებით, იქ კვების ობიექტის არსებობა არ შეიძლება.
ერთ-ერთ ადგილობრივს სასწრაფოს დახმარება დაჭირდა. ამ დროსთვის ხანძრის კერა ლოკალიზებულია