იმერეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადება.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან უმრავლესობა – 116 აჭარაში დაფიქსირდა, დედაქალაქში კი, 30 ახალი შემთხვევაა.
„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შშემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია.