სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

98 ახალი შემთხვევა – იმერეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა მოიმატა

1 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

98 ახალი შემთხვევა – იმერეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა მოიმატა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 98 იმერეთს უკავშირდება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში გშემთხვევების ყველაზე მეტი მაჩვენებელი – 241 აჭარას, 62 კი თბილისს უკავშირდება.

„აჭარა კვლავ ლიდერობს, აქ გამოვლინდა 241 შემთხვევა, იმერეთში – 98, თბილისში – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთში -15, სამცხე ჯავახეთში – ცხრა, გურიასა და შიდა ქართლში – შვიდი, კახეთში – ორი, იმპორტირებული შემთხვევა არის ექვსი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით მკურნალობოს ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3 155 პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის ცხრა ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი.