ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი 11-ვე ახალი პაციენტი “ქუთაისის კლასტერიდანაა”

4 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი 11-ვე  ახალი პაციენტი “ქუთაისის კლასტერიდანაა”

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“დაგვემატა 11 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 4. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი, მათგან 8 მძიმეა, ერთი კრიტიკულად მძიმე”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი, ჯამში, 123-მა პაციენტმა დაამარცხა.