სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

5 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იმერეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა გამოვლენილი.

იმერეთში მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირებულია ორი მოსწავლე, ხოლო ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.