ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი 519 ახალი შემთხვევიდან იმერეთში კორონავირუსის 99 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პაციენტები იმერეთის, სხვადასხვა, კოვიდცენტრში გადანაწილდა. მათგან სამი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ჯამში 65 covid (+) პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
“24 საათის განმავლობაში მივიღეთ სამი და გავწერეთ 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი. კლინიკაში გვყავს 65 პაციენტი, ორი კრიტიკული და 7 სტაბილურად მძიმე. ამ დროისთვის, თავისუფალი საწოლი არ გვაქვს. ველოდებით 16 პაციენტის კვლევის პასუხებს”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
იმერეთის კოვიდცენტრებში, ამ დროისთვის 500-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.