ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლადო მესხიშვილის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი ღია სივრცეში გახსნა

10 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ლადო მესხიშვილის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი ღია სივრცეში  გახსნა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრმა 160-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და რეგულაციების შესაბამისად, საზეიმო საღამო ღია სივრცეში – „მწვანე თეატრში” გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოადგენეს ქეთევან მამუკელაშვილის მონოგრაფიის „ეფრო კლდიაშვილი“ პრეზენტაცია, ასევე გაიმართა რეჟისორ კოტე აბაშიძის სპექტაკლის პრემიერიდან – „თქვენო უდიდესებულებავ” ნაწყვეტის ჩვენება.

საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის „წლის საუკეთესო ნამუშევარი“ შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები დაესწრნენ. ასევე მოწვეულნი იყვნენ დელეგაცია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტორდან, საქართველოს თეატრალური კავშირი, ევროპული თეატრების კონვენციის ოფიციალური დელეგაცია, შემოქმედებითი ჯგუფები საქართველოს ყველა თეატრიდან და საქართველოს თეატრალური საზოგადოების კონკურსში გამარჯვებულები.