ტყიბულში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 22 შემთხვევიდან 17 არასრულწლოვანია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, ასევე ინფიცირებულია ამავე სკოლის რამდენიმე მასწავლებელი.
თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.