სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

12 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცი გალიდან იყო და კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

“პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი. კლინიკაში შემოყვანია დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”-განაცხადა ქამუშაძემ.