ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 72 წლის კაცს ბრალს დღეს წაუყენებენ

13 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ხონში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 72 წლის კაცს  ბრალს დღეს წაუყენებენ

ხონში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

დაზარალებული ბავშვის ოჯახის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ნესტან ბაგათელია იცავს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და შედეგებს ელოდებიან.

72 წლის მამაკაცი გუშინ დააკავეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

თეგები: სამართალი