ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა

13 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან პაციენტები კოვიდცენტრებში გადანაწილდნენ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. ” 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი ჯამში, 148 პაციენტმა დაამარცხა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქასირდა.