სამტრედიაში კონავირუსით ინფიცირებული 68 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში განაცხადეს, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები ქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.
“პაციენტის მდომარეობა შემოყვანისთანავე კრიტიკულად მძიმე იყო. 68 წლის ქალბატონს თანმხლები დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- აცხადებენ კლინიკაში.
იმერეთში დღეის მდგომარეობით 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.