სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 198 შემთხვევა დაფიქსირდა

16 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 198 შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი 198 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სხვადასხვა კოვიდმიმღებ ცენტრებში გადანაწილდნენ.

ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება. ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა. ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 63 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 მძიმე და 3 კრიტიკულად მძიმეა.

“ბომონდის” კლინიკაში მკურნალობას 87 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს. იმერეთის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურნალობს 800-მდე, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 200-მდე პაციენტი. კარანტიმშია 1500-მდე მოქალაქე.