ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თერჯოლამედში” 83 წლის ქალი შეყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა

16 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“თერჯოლამედში” 83 წლის ქალი შეყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლაში. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 83 წლის ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

ის შეყვანიდან ათ წუთში გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო.

პაციენტი კლინიკაში ქუთაისიდან იყო გადაიყვანილი.