ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდის 1192 შემთხვევიდან 211 იმერეთზე მოდის

18 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი - • 1

ქვეყანაში გამოვლენილი  კოვიდის 1192 შემთხვევიდან 211 იმერეთზე მოდის

კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 211 გამოვლინდა. თბილისიას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან თბილისს 471 უკავშირდება, ხოლო აჭარას 343.

„ამჟამად უკვე ლიდერობს თბილისი და ახალი დადასტურებული შემთხვევა 471-ია, აჭარაშიც მოიმატა და 343-ია, იმერეთში – 211, დანარჩენ რეგიონებში შედარებით ნაკლებია: სამეგრელო ზემო – სვანეთში არის 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 14, მცხეთა-მთიანეთში – 13 და კახეთში კი 11“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, სულ ქვეყანაში დარეგისტრირებულია კოვიდინფიცირების 17 477 შემთხვევა, ამჟამად გამოჯანმრთელებულია 8 060. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. შესაბამისად, აქტიური შემთხვევა არის 1172.