ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა

18 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

თერჯოლაში კორონავირუსით 71 წლის ქალი გარდაიცვალა

კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლაში. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა.

გარდაცვლილია 71 წლის ქალი, ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.