სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 356 დაფიქსირდა

23 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 356 დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 356 დაფიქსირდა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.