სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურში 47 კოვიდდადებითი პაციენტია, მათგან 11 მძიმეა

24 ოქტომბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურში 47 კოვიდდადებითი პაციენტია, მათგან 11 მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა, ხოლო 21 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული და უსიმპტომო პაციენტები კოვიდმიმღებ სასტუმროებში გადანაწილდნენ. კლინიკაში ამ ეტაპზე 47 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 11 მძიმეა.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 47 კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს, მათგან მძიმეა 9, კრიტიკულად მძიმე 2. კლინიკაში ამ დროისთვის საკვლევი პაციენტები არ გვყავს”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

იმერეთში, ამ დროისთვის 1 000-მდე ინფიცირებული პაციენტი კოვიდმიმღებ კლინიკებსა და სასტუმროებში მკურნალობს, კარანტინშია 2000-ზე მეტი მოქალაქე.