ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

25 ოქტომბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

გარდაცვლილებს შორის 4 წლის ბავშვია. დაღუპულია ბავშვის მამა, ბიძა და ბებია, ბავშვის დედა და მეორე ბავშვთან ერთად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზიდან მოცურდა და თხრილში გადავარდა.

თეგები: სამართალი