თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის ქალი.
ის კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმდევი დაავადებები ქონდა.