სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 388 დაფიქსირდა

29 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 388 დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 388 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაციენტი.